გარანტია

საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა წერილობით ატყობინებს ინტერნეტ მაღაზია mobishop.ge – ს, რის შემდეგ ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ. მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს mobishop.ge მისამართზე (ან თავად მოიტანოს) შეძენილი ნივთი და წარადგინოს საგარანტიო ტალონი, რომელიც დამოწმებული იქნება სერიული ნომრითა და ინტერნეტ მაღაზია mobishop.ge – ის ბეჭდით.

საგრანტიო ვადა  შეადგენს 1 (ერთი) წელს გაყიდვის დღიდან.

აკუმულატორის (ელემენტის) საგარანტიო ვადა შეადგენს – 7 დღეს

საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი ქარხნული დეფექტის შეკეთება უფასოა.

საგარანტიო შეთანხმება უქმდება, თუ:

გასულია საგარანტიო ვადა;
საგარანტიო საბუთის(ში): არ წარდგენის; დაზიანების; არაზუსტი ან შესწორებული ტექსტის; გაყიდვის თარიღის, გამყიდველის ბეჭდის და ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში;
მოწყობილობა გამოიყენებოდა არადანიშნულებისამებრ;
დარღვეულია მოხმარების  წესები და არ შეესაბამება ინსტრუქციით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობებს;
მოწყობილობაზე არასაგარანტიო რემონტის კვალი აღინიშნება (ნივთის თვითნებურად ან არაოფიციალურ წარმომადგენლებთან შეკეთება);
დაზიანება გამოწვეულია გარეგნული/ვიზუალური ცვლილებით, მოწყობილობის სქემის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით;
მოწყობილობის სერიული ნომერი წაშლილია ან შეცვლილი;
დაზიანებული, წაშლილი ან დაკარგულია მოწყობილობის სერიული ნომერი, პლომბი, საფიმო ნიშანი;
მოწყობილობას აღენიშნება: ვიზუალური, მექანიკური, ელექტრო ან თერმული დაზიანება;
დარღვეული იყო მოწყობილობის ექსპლუატაციისა და შენახვის წესები

ბუნებრივი გაცვეთა: მობილური ტელეფონის ან პლანშეტის კამერის ლინზის და კორპუსის მოხმარებისას გაცვეთა.

ნივთის შეცვლის ან დაბრუნების პირობები

მყიდველს შეძენილი ნივთის შეცვლა ან დაბრუნება 7 დღის განმავლობაში შეუძლია, თუ:
პროდუქტი არ არის გამოყენებული; შენარჩუნებული აქვს ვიზუალური/გასაყიდი სახე (პლომბი, სტიკერი, საფიმო ნიშანი, სასაქონლო ჩეკები და სხვა სათანადო საბუთები); სრულადაა წარმოდგენილი კომპლექტაცია (ასევე გამოუყენებელი);

პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი რეალიზაციიდან 3 დღის განმავლობაში. სერვის ცენტრის მიერ ქარხნული დეფექტის დადასტურების (!) შემთხვევაში პროდუქტი შეიცვლება;

ნივთის შეკეთების პერიოდი განისაზღვრება 3-21 სამუშაო დღის ვადით.

ინტერნეტ მაღაზია mobishop.ge იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს შესაკეთებელ ნივთზე საგარანტიო მომსახურების გაწევაზე, თუ კი შემოწმებისა და დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება რომ, ნივთის გაუმართაობა გამოწვეულია ექსპლუატაციის, ტრანსპორტირების ,შენახვის ან სხვა იმ პირობების დარღვევით, რაც  განსაზღვრულია ნივთის მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის  საგარანტიო პირობებით.

საგარანტიო ვადის დადგომისას, ნივთის შეკეთების შეუძლებლობის შებთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ანალოგიური ნივთი. ანალოგიური მოდელის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია თანხის დამატება და სხვა მაღალი ღირებულების ნივთის არჩევა ან უკვე გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების ნივთის არჩევა. ფასდაკლების შემთხვევაში ნივთში გადახდილ ღირებულებას დაემატება თანხა სხვა ნივთის შესაძენად.