ყველას მოგესალმებით! დღევანდელ სტატიაში მოდით განვიხილოთ, თუ სად ხდება ჩვენი სანატრელი და განუმეორებელი iPhone და IPad-დამზადება და აწყობა, სადაურია ეს ტექნიკა. რატომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა? ზალიან ბევრი ზარი შემოდის ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის ნომრებზე, და ამ ფართო აუდიტორიიდან უმრავლესობა დარწმუნებულია რომ, ამ განთქმული ბრენდის პროდუქცია იწარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოთ კალიფორნიაში. შედარებით ნაკლები დარწმუნებულია რომ, კომპანია Apple წარმომადგენლობა დუბაიშიც მდებარეობს, ესეიგი ყველგან გარდა ჩინეთისა.

ეს ქვეყანა უმეტესობისთვის უკავშირდება უხარისხო საქონლისა და არ შეესაბამება Apple იდეალურ ტექნიკასთან. მართალია, რომ გარდა მცირე საწარმოების – სადაც მხოლოდ ძირითადი სამომხმარებლო საქონელი იწარმოება, და ამ საქონლის ხარისხი ხშირ შემთხვევაში დაბალია, ჩინეთში არსებობს საკმაოდ დიდი რაოდენობით, სსოფლიო დომის ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების საწარმოები.

თუ ძალიან გაამარტივებთ მთელი პროცეს iPhone-ების წარმოება შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად.

1. საწყისი ეტაპი – მოწყობილობის დაპროექტება, პროგრამული უზრუნველყოფის და პროტოტიპის შექმნა, და ა.შ.
2. მოწყობილობის წარმოება.

საინტერესოა ის, რომ ეს ხორციელდება სრულიად სხვადასხვა ტერიტორიებზე. სად? ახლა მოდით ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად და ყველაფერს გავიგებთ.

სად აწარმოებენ iPhone-ბს?

ყველაფერი იწყება კუპერტინოში (ამერიკულ შტატი კალიფორნია). ამას ადვილად შევამჩნევთ. ტელეფონის უკანა მხარეზე არის წარწერა: Designed by Apple in California.

სად აწარმოებენ iPhone-ბს?
სწორედ რომ აშშ-ში იბადება ახალი მოწობილობების იდეები, იქმნება დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა (iTunes, IOS, iCloud და ბევრი სხვა). აქ მდებარეობს, კომპანია Apple-ს “ტვინი”. აწედამ გამომდინარე, შეგვიძლია თამამათ ვთქვათ, რომ სწორედ აშშ-ში ქ. კუპერტინოში, iPhone-ს ძირითად ნაწილს აწარმოებენ.

ამრიგად, იმის მტკიცება რომ, iPhone-ი ამერიკაში იწყობა, საფუძველს მოკლებული არ არის.

სად ხდება iPhone-ს უშუალო წარმოება?

აქ კი, ბევრს პატარა სიურპრიზი ელოდება. სად ხდება iPhone-ს უშუალო წარმოება? მხოლოდ ჩინეთში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა). უფრო მეტიც, ასე იყო ყოველთვის და ეხება ყველა მოდელის წარმოებას! გახსოვდეთ, არ არსებობს iPhone: ფინეთში, მალაიზიაში, ტაივანში, დუბაიში, ამერიკაში წარმოებული. არ არსებობს და არც იყო!

თუ მაღაზიის გამყიდველი საწინააღმდეგოში გარწმუნებთ, არ დაიჯეროთ – თქვენ გატყუებენ, და ეს არ არის ორიგინალური ტელეფონი.

სხვათა შორის, iPhone უკანა მხარეს თუ შევხედავთ, ჩვენ დავინახავთ «assembled in china». რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს: – “აწყობილია ჩინეთში.”

სად ხდება iPhone-ს უშუალო წარმოება?

რატომ ჩინეთში? ამის ბევრი მიზეზი არსებობს. კერძოთ:

  • იაფი მუშა ხელი.
  • IPhone-ი სარგებლობენ უზარმაზარი მოთხოვნით, ეს რომ დაკმაყოფილდეს, აუცილებელია დიდი რაოდენობით იწარმოებოდნენ. ჩინეთში, ეს შესაძლებელია.
  • თუ მაგალიტად, ეს მოხდება სხვა ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, მაშინ ერთეული პროდუქციის თვითღირებულება იქნება ძალიან მაღალი (დაზღვევის, სახელფასო, ლოგისტიკის და სხვა ხარჯების გამო), და აქედან გამომდინარე, გასაყიდი ფასიც მაღალი იქნებოდა.
  • წარმოებაზე გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
  • ტელეფონისთვის აუცილებელი კომპონენტების 90% მოიპოვება ჩინეთში, რასაც უკანასკნელის მთავრობა აკონტროლებს

რა თქმა ინდა ეს არ არის ყველა არგუმენტი რატომ მდებარეობს კომპანია Apple ქარხანა დამამზადებელი უშუალოდ ჩინეთში, მაგრამ ესეც საკმარისია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *