ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინური პროდუქცია ისეთივე ბუნებრივ მოვლენად იქცა, როგორიცაა, მაგალითად, საუდის ნავთობი, ჩეხური ლუდი ან გერმანული ავტომობილები.

მომხმარებელს შეუძლია, მოდუნდეს და სიამოვნება მიიღოს ჩინური ნივთებისა და სერვისებისგან, რომლებიც ევროპულზე ნაკლები ხარისხის არაა.

მსოფლიოში კარგად ცნობილი ხუთი ჩინური კომპანია მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რომელიც თავისი კაპიტალითა და ამბიციებთ პატივისცემას იმსახურებს.

 

Xiaomi Tech

გაიხსენეთ სმარტფონი Xiaomi Mi 4i, რომელიც 200 დოლარი ღირს და რომელსაც მსოფლიოს დაპყრობას უწინასწარმეტყველებდნენ. ასეთი განსაზღვრება მხოლოდ ლამაზი სიტყვები აღარ იქნება, თუ გადავხედავთ კომპანიის პირველი ოფიციალური ინტერნეტმაღაზიის წარმატებას, რომელიც ევროპისა და აშშ–სთვის გაიხსნა. ერთი დღის განმავლობაში მისი თაროებიდან მარკის აბსოლუტურად ყველა საქონელი გაიტანეს.

2010 წელს ამოქმედებული კომპანიის ბრუნვა 2013 წელს 5,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ერთი წლით ადრე კი მისი მოგება ნოლი იყო. ასეთი შედეგით ბილ გეითსსა და რიჩარდ ბრენსონსაც კი შეშურდებოდათ.

Taobao

პლანეტაზე ერთერთი ყველაზე ხშირად „შესვლადი“ საიტი ინტერნეტ–რითეილერი Taobao–ა, რომელიც Alibaba Group–ის საკუთრებაა. ეს უკანასკნელი ლეგენდარულმა ჯეკ მამ შექმნა.

რეგისტრაციაზე შეზღუდვების არარსებობა და სხვა ქვეყნების მცხოვრებთათვის უფრო შეღავათიანი ფასები Taobao–სა და სხვა კლონებს საშუალებას აძლევს, Ozon-სა და eBay–ზე დინამიურად განვითარდნენ. მაგალითად, 2014 წლის გაყიდვამ, რომელიც Alibaba Group–მა თავის ინტერნეტ–მაღაზიებში – Alibaba, Tmall, Taobao, Juhuasuan მოაწყო, მას რეკორდული 9,3 მილიარდი დოლარი მოუტანა.

Foxconn

ეს ტაივანური კომპანია, რომელიც მსოფლიოს ათ უმსხვილეს დამსაქმებელს შორისაა და ელექტრონიკის მწარმოებლებში ლიდერის პოზიციაზეა, კიდევ ერთი აზიური გიგანტია, რომელსაც შეუძლია, ათობით კომპანია გააკოტროს ნებისმიერი სტრატეგიული გადაწყვეტილებით. Foxconn–ი აწყობს Apple–ის ფლაგმანურ მოწყობილობებს, Canon-ის ფოტოკამერებსა და სხვა პროდუქციას. Xiaomi ამ კომპანიას საკუთარი ტელეფონების აწყობას ანდობს.

 

2013 წელს კომპანიის ბრუნვა 130 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, მისი თანამშრომლების რაოდენობა კი 1,2 მილიონი იყო.

DJI

ამ ტექნოლოგიურ კომპანიას აქვს ის, რაც მალე, ყოველდღიურად, სულ უფრო მეტ ღირებულებას შეიძენს. ესაა მიღწევები უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და მოხმარებაში, რომლის გარეშე მსოფლიოს წარმოდგენა დღესაც კი შეუძლებელია.

საქონლის მიწოდება, აეროფოტოგადაღებები, საჰაერო დაზვერვა – დღითიდღე იზრდება იმ სფეროების ჩამონათვალი, რომლებსაც ეს მოწყობილობა ესაჭიროება. ასევე იზრდება კომპანიის შემოსავლები, რომლებმაც გასულ წელს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ჩინეთის სუპერბანკი

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სამუშაო სახელწოდებაა „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი“, „ჩინეთის სუპერბანკი“ გაცილებით საინტერესოდ ჟღერს. სწორედ ჩინეთი გამოვიდა ასეთი საფინანსო სტრუქტურის შექმნის ინიციატივით და პროექტის ირგვლივ თანამოაზრე ქვეყნები გააერთიანა. ყველაზე მოკრძალებული გათვლებითაც კი ასეთი ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალი მსოფლიო ბანკის ანალოგიურია და 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რა მოხდება მსოფლიო ეკონომიიკაში ამ პროექტის ამუშავების შემთხვევაში – ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა ჩინეთი მსგავსი მასშტაბური პროექტების რეალიზაციაზე უარის თქმას არ აპირებს.

პირველწყარო – commersant.ge

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *