Liberty Bank-ს ონლაინ განვადება

განვადების მისაღებათ შეასრულეთ შემდეგი პირობები:

პირადი მონაცემები
– საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;
– მინიმალური ასაკი – 20 წელი; (სახელფასე, პენსიონერი)
– მინიმალური ასაკი – 25 წელი; (გარე კლიენტი)
– მაქსიმალური ასაკი – 70 წელი.
ფინანსური მონაცემები
– განვადება გაიცემა ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის, იჯარის, სახელმწიფო პენსიის, სოციალური დახმარების, სასოფლო–სამეურნეო ან/და სამეწარმეო (ინდივიდუალური მეწარმე) საქმიანობიდან ამონაგების სახით;
– მსესხებელს შემოსავალი შეიძლება ერიცხებოდეს საბანკო ანგარიშზე ან ნაღდი ფულის სახით;
– იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ მოთხოვნილი განვადება თავისი მოცულობით არ აღემატება 1,500 ლარს, დასაშვებია მსესხებლის ფულადი გზავნილებიდან შემოსავლის გათვალისწინებაც. ამასთან აღნიშნული შემოსავალი გაითვალისწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ერიცხება პირადად მსესხებელს, საშუალოდ 45 დღეში ერთხელ მაინც, ლიბერთი ბანკის გავლით და მინიმუმ ბოლო 5 თვის განმავლობაში;
– მსესხებლის ყოველთვიური ჯამური შემოსავალი ბანკისათვის მისაღები წყაროებიდან არ უნდა იყოს:
45 ლარზე ნაკლები (ხელზე) – პენსიონერის ან/და სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები ფიზიკური პირის შემთხვევაში;
200 ლარზე ნაკლები (ხელზე) – დანარჩენი კლიენტების შემთხვევაში
ვალუტა
– ლარი.
მოცულობა
– მინიმალური – 80 ლარი;
– მაქსიმალური – 5000 ლარი
ვადა
– მინიმალური – 3 თვე;
– მაქსიმალური – 24 თვე;
დამტკიცების საკომისიო
– სტანდარტული – საგანვადებო კრედიტის მოცულობის 5.00%, მინიმუმ 20.00 ლარი;