დაბალი ფასი ერთ ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ტელეფონზე ხშირად შეცდომაში შეყავს მომხმარებელი, რადგან მას უნდა ახალი ტელეფონი, მაგრამ რეალური ფასის გადახდა არ ძალუდს. ამავე დროს რომელიმე საიტზე ან მაღაზიაში ხედავს iPhone-ს მისთვის მისარებ ფასად და ფიქრობს, “…რა ბრიყვები არიან, ალბათ არ იციან, რომ ასეთი ტელეფონი სულ მცირე ორ ჯერ მეტი ღირს Apple საიტზე. ვაშა!!!! როგორ გამიმართლა!!!!”.

მინდა გაგიცრუოთ იმედები – ბრიყვი არავინ არ არის!

ამ ვიდეოზე არის ნაჩვენები, როგორ ამზადებენ გაყიდვისთვის აღდგენილ iPhone ტელეფონს. როგორც წესი ასეთი პროდუქტი კარგად იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც წარმატებული ადამიანების სტატუსი გადამწყვეტია, მაგრამ ამავდროულად, მატერიალური დონე ძალიან დაბალია. ალბათ უკვე ხვდებით რას ვგულისხმობ.

ინტერნეტ მაღაზია mobishop.ge – ს, მთავარი და ძირითადი პოლიტიკა – სრული და რაც მთავარია, უტყუარი ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენთან ხშირად შემოდის შემდეგი შინაარსის ზარები : “… iPhone 6 მართლა 450 ლარი ღირს? ” ან და “… თქვენ საიტზე iPhone 6  ვნახე – 450 ლარი ღირს, ორიგინალია?”

iPhone ასლების აღწერაში ყველგან წერია რომ, ეს არის – ა ს ლ ე ბ ი! (ეს რეალური და უტყუარი ინფორმაციაა!)

ახალი ტელეფონები 12 თვიანი საგარანტიო ვადით.

 

დატოვეთ პასუხი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *